logo
ENG



"რაღაც ძაან ისეთი რაღაც აიტაცეთ... სია არ არსებობს" - სირაძე ხარებას განცხადებაზე

28 მაი 202416:45
3 წუთის საკითხავი
 

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე ფორმულასთან საუბრისას ირწმუნება, რომ ხარებას მიერ ნახსენები სიები "არ არსებობს".

დღეს გდდ-ს დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა თქვა: "მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. აი, სია გვაქვს".

ვაჟა სირაძე ხარებას ამ კომენტართან დაკავშირებით ჟურნალისტს პაუხსობს, რომ ეს "სიტყვების თამაშია".

"პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში ყოველთვის... ეს ეხლა რაღაც ძაან ისეთი რაღაც აიტაცეთ... სია არ არსებობს..." - ამბობს სირაძე [სტილი დაცულია]

ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რა იგულისხმებოდა ხარებას განცხადებაში, სირაძე ამბობს:

"ძაან სწორად გაიგეთ თქვენ, უბრალოდ გარკვეულ სიტყვებს ათამაშებთ ძალიან ცუდად. რა შუაშია სია? გაგეცით პასუხი, შსს-ს ნებისმიერი დანაყოფის წარმომადგენლები მოქმედებენ კანონის ფარგლებში, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე იქნება შესაბამისი რეაგირება.

რაც შეეხება თქვენს მიერ წარმოთქმულ სიებს, სიტყვების თამაშია თქვენი მხრიდან, არანაირი სია არ არსებობს" - ირწმუნება სირაძე. [სტილი დაცულია]

დღეს ზვიად ხარაზიშვილმა ლევან ხაბეიშვილზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ხაბეიშვილს "უარესი ელის". ვაჟა სირაძე კი ირწმუნება, რომ მსგავსი რამ "არ გაუგია და ვერ დაადასტურებს".

ზვიად ხარაზიშვილიი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორია. სწორედ ის ფიგურირებს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე მოქალაქეების ცემასა და ძალადობაში.


close დახურვა